პირველი თვითმავალი ეტლის იდეა ეკუთვნის ლეონარდო და ვინჩის. 1515 წელს, მან წარადგინა სამხედრო მიზნებისათვის განკუთვნილი თვითმავალის პროექტი, რომლის მიხედვითაც თვლები უნდა ამოძრავებინა წინასწარშეკუმშულ ზამბარას. 1689 წელს ი. ნიუტონმა დაამუშავა ორთქლის 1337 ქვაბიდან წნევით გამომავალი ორთქლის ჭავლის რეაქტიული პრინციპით მოქმედი თვითმავალი ეტლის პროექტი. ეს პროექტები თავის დროზე არ განხორციელებულა.

პირველი ავტომობილის შემქმნელად კარლ ბენცი ითვლება , რომელსაც პირველი საცდელი მანქანის შექმნას 1885წ. მიაწერნენ მაგრამ პირველი თვითმავალი ტრანსპორტი აღნიშნულ თარიღამდე 100 წლით ადრე არსებობდა. აღსანიშნავია , რომ ბენცის მოდელისგან განსხვავებით , იმ დროისათვის შექმნილი ყველა მოდელი ორთქლის საშუალებით მოძრაობდა.

ყველაზე პირველი , თვითმავალი ავტომობილი ფრანგმა ინჟინერმა , ნიკოლას კაგნოტმა 1769 წელს ააწყო , მოდელი ორთქლის საშუალებით მოძრაობდა . აღნიშნული ტრანსპორტი პარიზში ააწყვეს და მას ფრანგული არმია იყენებდა , იარაღის გადასაზიდად . თვითმავალს სამი საბურავი და საქვაბის მსგავსი ძრავი ჰქონდა .

შვეიცარიელმა ისააკ დე რივამ მეოცე საუკუნის დასაწყისში რამდენიმე უკიკალური მოდელი შექმნა , რომლებიც ორთქლის ძრავზე მუშაობდნენ . 1807 წელს მან “შიდა წვის ძრავის ” შექმნა მოახერხა . ძრავი ენერგიის გამოსამუშავებლად წყალბადსა დაჟანგბადს მოიხმარებდა . დე რივამ ძრავის აღნიშნული მოდელი ავტოწარმოების გასამრავალფეროვნებად შექმნა . აღნიშნული ავტომობილი იყო ერთადერთი მოდელი , რომელიც შიდაწვის ძრავით მუშაობდა.