5 ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი

1.Volkswagen Arteon – ამ ავტომობილში ზრდასრული მგზავრები 96%-ით არიან დაცული, ბავშვები – 85%-ით, ფეხით მოსიარულეები (მუხრუჭების მდგომარეობა და სწრაფი მანევრირების საშუალება) – 85%-ით,  ხოლო “აქტიური უსაფრთხოება”, რაც უსაფრთხოების ელექტრონულ სისტემებს გულისხმობს, ავტომობოლში 82%-ით არის უზრუნველყოფილი.

2.Volvo XC60. მასში ზრდასრული მგზავრები 98%-ით არიან დაცული, ბავშვები – 87%-ით. ფეხით მოსიარულეთათვის ავტომობილი 76%-ით უსაფრთხოა და მისი “აქტიური უსაფრთოების” მაჩვენებელი 95%-ს აღწევს.

3.Volkswagen T-Roc. მასში ზრდასრული მგზავრები 96%-ით არიან დაცული, ბავშვები – 87%-ით. ფეხით მოსიარულეთათვის ავტომობილი 79%-ით უსაფრთხოა და მისი “აქტიური უსაფრთოების” მაჩვენებელი 71%-ია.

4. Volkswagen Polo. ის ზრდასრულებს 96%-ით იცავს, ბავშვებს – 85%-ით.  ფეხით მოსიარულეების უსაფრთოებას Volkswagen Polo 76%-ით იცავს, ხოლო უსაფრთხოების ელექტრონული სისტემების შეფასება 59%-ს უდრის.

5.Opel Crossland X. ის ზრდასრულ ადამიანებს 85%-ით იცავს, ბავშვებს – 84%-ით.  ფეხით მოსიარულეების უსაფრთოებას მანქანა 62%-ით უზრუნველყოფს, ხოლო მისი უსაფრთხოების ელექტრონული სისტემების შეფასება 57 პროცენტია.

5 ყველაზე სწრაფი ავტომობილი

დღევენდელ სტატიაში შემოგთაზებთ 5-ი ყველაზე სწრაფი ავტომობილის ჩამონათვალს:

  1. maclarenn F1. მისი მაქსილამლური სიჩქარე შეადგენს 388 კმ.სთ

2. bugati veyron . მაქსიმალური სიჩაქრე 431 კმ.სთ

3. hennessey venom GT . მაქსიმალური სიჩქარე 435 კმ.სთ

4. koenigsegg agera RS. მაქსიმალური სიჩაქარე 447 კმ.სთ

5. bugatti chiron . მაქსიმალური სიჩქარე 490 კმ.სთ

14 ფაქტი ლამბორგინის შესახებ

1. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, იტალიელი Ferruccio Lamborghiniსანტა აგატაში დაბრუნდა და შექმნა პირველი ლამბორჯინის მანქანა.პირველი ლამბორჯინი იყო ტრაქტორი.

2. ლამბორჯინის წარმატება დამოკიდებულია, ფერარის წარუმატებლობაზე.როდესაც ლამბორგინიმ  შეიძინა ფერარის ავტომობილი, ძალიანგაუცრუვდა იმედი ავტომობილებზე, მითუმეტეს პოპულარულ ფერარიზე.მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას ლამბორგინი ძალიან დიდინტერესს იჩენდა ავტომობილების ძრავებზე, არ არსებობდა ძრავა, რომელსაც ვერშეაკეთებდა. მის ამ წარმატებას და განსაკუთრებულ ნიჭს ყველა ხედავდა,ეს ყველაფერი ლამბორგინისთვის სიამაყეს წარმოდენდა.

3.წარმოებულ პირველ ლამბორჯინის ძრავიც არ ეყენა!
ტურინის ავტოშოუზე წარმოდგენილ პირველ ლამბორჯინის ძრავი არ ჰქონდა,რადგან Ferruccio-მ ავტოშოუზე წარმოდგენამდე ვერ მოასწრო ძრავის ჩაყენება!

ეს შემთხვევა, რომ არ გახმაურებულიყო, კომპანიამ ძრავის კარობკაზეავტომობილის სხვადასხვა ნაწილები დაალაგა, რათა არ გამოჩენილიყო ძრავისჩასაყენებელი ადგილი!

4. 1960-იან წლებში “მიურა” ყველასთვის საოცნებო მანქანა იყო!
55 წლის წინ ლამორჯინის პირველი სუპერმოდელი იყო მიურა. ეს მოდელი ჰყავდათ ძალიან მდიდრებს. ესენი იყვნენ:რობ სტიუარტი, ფრენკ სინატრა, დენ მარტინი.

ფრენკ სინატრას ბრძნული გამონათქვამი ლამბორჯინის შესახებ:
“თუ გინდათ რომ იყოთ კაცი, მაშინ აუცილებლად უნდა შეიძინოთ ფერარი,მაგრამ თუ ხართ უკვე კაცი, ესეიგი თქვენ გყავთ ლამბორგინი!

5.იტალიის პოლიცია სარგებლობს ლამბორჯინით!
2005 წლიდან იტალიის მთავრობამ გადაწყვიტა, პოლიციის ავტომობილებსლამბორჯინი გალარდოს დამატებაც. ეს მოდელი მალევე მოწინავე გახდა სხვამოდელებთან შედარებით, ავტომობილი ასევე გამოირჩეოდა სისწრაფით დაძლიერი ძრავით. 2005 წლიდან იტალიაში ავტომობილის ქურდობა და საგზაოწესების დარღვევა 35 % შემცირდა! ეს ყველაფერი ლამბორჯინი გალარდოსდამსახურებაა!

6. ავენდატორის დიზაინი “ბუნებისგან იქნა შთაგონებული”!
ყველამ ვიცით, რომ ბუნების შთაგონებისგან ძალიან ბევრი ავტომობილი, მატარებელი,თვითმფრინავი და სხვა ძალიან ბევრი ტექნოლოგიებია შექმნილი.

ავენდატორის დიზაინიც პატარა მწერების შთაგონებითაა შექმნილი!

7. მურჩელაგოს ახალი საიდუმლო!
ლამბორჯინი მურჩელაგოს ახალი ვერსია არის მურჩელაგო sv

ავტომობილის დიზაინისთვის 130 კაცი მუშაობდა. მურჩელაგო sv ნიშნავს-სუპერ-სწრაფ ავტომობილს! ამ ახალ მოდელს ყველაფერი დაკარბონებულია,გარდა კარების და ჭერისა.

8. ლამბორჯინის ლოგო სინამდვილეში ჰოროსკოპის სიმბოლოა!
ლამბორგინიმ ავტომობილის მარკად თავის ჰოროსკოპის სიმბოლოდააყენა. თავად ლამბორგინი იყო ჰოროსკოპით კურო, ამიტომლამბორჯინის ყველა მოდელს კუროს სახელები ჰქვია: Miura, Gallardo, Diablo, Murcielago.

9. რას ნიშნავს სინამდვილეში Countach argo?
ბერტონეს დიზაინერმა პირველად რომ ნახა ეს მოდელი, ძალიან გაოცდა!გაოცებულმა ბერტონემ ეს სიტყვები წარმოსთქვა: “აუ ნახე ეს რა მაგარი რამეა”ანუ მოკლედ Countach! არადა სიანმდვილეში ავტომობილის მოდელს არგო ერქვა,მაგრამ დიზაინერის ამ სიტყვების შემდეგ, ავტომობილსlamborghini countach argo -შეარქვეს.

10. Lamborghini Veneno Roadster
ამ ავტომობილს ასევე ავტომობილების მეფესაც ეძახიან. მოდელის მხოლოდ9 ცალი არის წარმოებული, ხოლო ფასი 4, 5 მილიონი დოლარი, რაც იმასნიშნავს რომ Lamborghini Veneno Roadster-ი მსოფლიოს ყველაზეძვირადღირებული ავტომობილია.

11. არსებობს ავენდატორის მოდელის ნავიც!
ყველა ოცნებობს, რომ ხმელეთზე იმოგზაუროს ლამბორჯინი ავენდატორით,მაგრამ ძალიან ბევრს ჰქონდა სურვილი, რომ წყალშიც ავენდატორით ემოგზაურა.ლამბორჯინიმ ბევრს ეს ოცნებაც აუსრულა და წარმოებულ იქნაავენდატორის კატარღა! კატარღის ფასია: 1 300 000 $

12. ლამბორჯინის ტარების კურსები!
ლამბორჯინის ზამთრის აკადემიამ შესანიშნავი ტარების კურსები გახსნა,ლამბორჯინის მოყვარულებისთვის. შესანიშნავი 700 ცხენის ძალისგამოცდა უკვე შესაძლებელია ალპების მთებში!

13. ყველაზე სწრაფი ლამბორჯინი!
მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ლამბორჯინი არის Muricelago R-GT, რომელიცსაათში 370 კილომეტრს ავითარებს.

14. ლამბორჯინი შეისყიდა Volkswagen AG-ს კომპანიამ!
ლამბორჯინი თავდაპირველად დამოუკიდებელი კომპანია იყო.1998 წელს კომპანია Volkswagen-მა შეიძინა.დღეს ლამბორჯინის Volkswagen-ზე 25 ჯერ უფრო მეტი შემოსავალი აქვს!

PORSCHE

კომპანია დააარსა 1930 წელს ფერდინანდ პორშემ. მის სახელს 1000-ზე მეტი პატენტი უკავშირდება. 1920 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა Mercedes-Benz-თან. ფერდინანდ პორშე ასევე ცნობილია პირველი Volkswagen-ის დიზაინის შექმნით. დაარსების პირველ წლებში კომპანია ორიენტირებული არ იყო ავტომობილის აწყობაზე. პირველი ავტომობილი მან შექმნა ფოლკსვაგენისთვის. ეს იყო Volkswagen Beetle. პირველი პორშე იყო პორშე-64, რომელიც 1939 წელს შეიქმნა Beetle-ზე დაყრდნობით.II მსოფლიო ომის დროს „პორშე“ ამზადებდა საბრძოლო ტექნიკას. მან შექმნა რამდენიმე ტანკიც.1945 წელს ფერდინანდ პორშე ორი წლით დააპატიმრეს. სწორედ ამ პერიოდში შექმნა პორშე-356 მისმა შვილმა, ფერი პორშემ. 1948 წლის 8 ივნისს ფერი პორშემ მის მიერ კონსტრუირებული ავტომობილის გაყიდვის ლიცენზია მიიღო.1951 წლის 30 იანვარს ფერდინანდ პორშე დამბლის შედეგად გარდაიცვალა.

თავდაპირველად, პორშე-356-ს ჰქონდა ფოლკსვაგენის ძრავა, სამუხრუჭე სისტემა და სიჩქარის გადაცემათა კოლოფი. მოგვიანებით, ეს ყველაფერი „პორშემ“ საკუთარი დეტალებით ჩაანაცვლა. დიზაინზე მუშაობდა Erwin Komenda. 1963 წელს ფერი პორშემ მუშაობა დაიწყო ლეგენდარულ მოდელზე – პორშე-911-ზე. ეს იყო უდიდესი გარდატეხის მომენტი პორშეს ისტორიაში. 911 იყო 6-ცილინდრიანი სპორტული ავტომობილი ბოქსერის ძრავით. თავდაპირველად, 901 ერქვა. რადგან პეჟოს ხელწერა იყო, ის ჩანაცვლდა 911-ით. პირველად ფრანკფურტის საერთაშორისო ავტოშოუზე წარადგინეს. „პორშე“ მალევე გახდა 60-იანი წლების სიმბოლო და არასოდეს დაუკარგავს აქტუალურობა. XIX საუკუნეში პორშე არის არა მხოლოდ საიმედოობის, სისწრაფის, ხარისხისა და ეფექტური გარეგნობის, არამედ სრულყოფილი ავტომობილის ერთ-ერთი სიმბოლოც. 911 ძალიან წარმატებული მანქანა გამოდგა რბოლაშიც.1970-იანი წლების დასაწყისში „პორშემ“ გარკვეული ცვლილებები შეიტანა ავტომობილში. ძრავის მოცულობა გაიზარდა 2.2 ლიტრამდე. 911S-ს უკვე 200 ცხენის ძალა ჰქონდა. ძრავის ზომასთან ერთად, გარკვეულად შეიცვალა ცილინდრებიცა და სარქველებიც. ამ ძრავის წარმატებულობამ კიდევ ერთი, უმნიშვნელო ცვლილება განაპირობა ძრავაში. „პორშემ“ შექმნა 2.4-იანი ძრავა.

2006 წლის მაისში პორშეს ყველაზე პრესტიჟული ავტომობილის ტიტული მიენიჭა.მისი ყველაზე პოპულარული მოდელია 911 (nine eleven), რომლის ისტორიაც 1963 წელს იწყება. მას შემდეგ ეს მოდელი მნიშვნელოვნად დაიხვეწა. დღეისთვის უკვე არსებობს 4-წამყვანთვლიან, ტურბო, ტურბო S, targa და სხვადასხვა ვერსია.2002 წლიდან გამოდის ასევე პოპულარული მოდელი SUV ტიპის 5-ადგილიანი Cayenne. Cayman ორ ადგილიანი სპორტული მანქანაა, რომელიც 2006 წლიდან გამოდის 2.7 და 3.4-ლიტრიანი ძრავებით.2004 წლიდან გამოდიოდა Carrera GT . არსებობის ისტორიაში, „პორშეს“ ორჯერ მიენიჭა საუკეთესო ავტომარკის ტიტული.კომპანიას ახასიათებს მკვეთრი მარკეტინგული ცვლილებების განხორციელება და, ამასთანავე, ფინანსური სტაბილურობა.

FERRARI

დღევანდელ სტატიაში მინდა მოგთხროთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულალური ბრენდის, „ფერარის“ შესახებ.

 ფერარი დაარსდა 1947 წელს.მისი დაამარსებელი გახლდათ ენცო ფერარი. პირველი ფერარის მანქანა გახლდათ 125 სპორტი ვ12 ძრავით 1.5 ლიტრის. 1961 წელს ენცოს  გაყიდვების მენეჯერთან კონფლიქტის გამო ფერარში დაიწყო კრიზისი, თუმცა კრიზისიდან გამოსავალი თავად ენცომ იპოვა და ფერარი ისევ დაბრუნდა ქუჩებში და ტრეკზე, ენცოს წყალობობით ფერარიმ კვლავ დაიბრუნდა პოპულარობა. შემდეგ დაიწყო მუშაობა ახალ მოდელზე 250 რომელიც იაგუარის პლადფორმაზე აიწყო. ამ მოდელმა ტრეკზე დიდ წარმატებას მიაღია  და 1962 წელს უკვე ერთ ერთი ყველაზე სასურველი სპორტქარი გახდა მთელ მსოფლიოში. 1963 წლიდან 1967 წლამდე გამოდიოდა ფერრარის პროტოტიპები ვ8 ძრავით. 1969 იდან 1972 წლამდე ფერარის ჩავარდნა ქონდა ამ მდროის მონაკვეთში იგი პირწმინდად დაჯაბნა პორშემ. 1988 წელს ენცო ფერარის გარდაცვალების შემდეგ ფერარის ძველ მოდელები იქცა კლასიკად რამაც მისი მაღალი ფასები განაპირობა.

   ამისე შემედგ დაიწყო მუშაობა ახალ მოდელზე  F40 ზე და წარმატებით ჩაიარა, ამ ყველაფრის შემდეგ გავიდა კიდევ დიდი დრო და 1996 წელს ფერარის გუნდს შეუერთდა მაიკლ შუმახერი და სწორედ აქედან დაიწყო ფერარის აღმავლობის ხანა. შუმახერმა 1996 წელსვე მოუტანა ფერარის სამი გამარჯვება. 2000 წლიდან 2004 წლის ჩათვლით შუმახერმა და ფერარმა ზედი- ზედ მოიპოვეს F1 თასი. სწორედ ფორუმლა ერთის საშვალებით შუმახერი გახდა ფერარის სახე და ინტერესების დამცველი. ფერარის აქციების 5 პროცენტი ეკუთვნის Mubadala Development Company 10 პროცენტი ეკუთვნის ფერარი ენცოს შვილს Piero Ferrari ის ხოლო დანარჩენი აქციების მფლობელი და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახლავთ კომპანია ფიატი. ფერარიმ ყველაზე მეტი წარმატება მოიპოვა სწორედ ამ ხალხის დახმარებით Michael Schumacher, Kimi Räikkönen, Rubens Barrichello and Felipe Massa ფერარის კომპანიას ეძახდნენ ფერარი სკუდერიას ჯგუფს.

ფორდ მუსტანგი

ამ სტატიაში მინდა გესაუბროთ ჩემთვის ყველზე საყვარელი მოდელის „ფორდ მუსტანგის“  შეახებ.

 პირველი დიზაინი ფალკონის ბაზაზე შეიქმნა და პირველი მუსტანგის სერია, თეთრი კაბრიოლეტი შავი ინტერიერით ფორდის ამწყობი საამქორდან 1964 წლის 9 მარტს გამოვიდა დიბორნში. ფორდმა საზოგადოებას ეს მოდელი ნიუ-იორკის მსოფლიო ავტო-გამოფენაზე 1964 წლის 17 აპრილს, ხოლო 19 აპრილს კი სამივე ამერიკული სატელევიზიო არხით გააცნო. ეს იყო ავტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პროდუქციის წამოწყება, რომელმაც ფორდის დილერებს ამერიკის მთელ კონტინეტზე შეკვეთებისგან გასაქანი არ მისცა. ორიგინალმა მუსტანგმა ინდუსტრიაში მრავალ იმიტაციას მისცა დასაბამი. მოდელის არსებობის ადრეულ წლებში ის სპორტულობის და ფასის ერთ-ერთ საუკეთესო შეხამებად ითვლებოდა.

მუსტანგის ლოგოს შექმნას სევდიანი ისტორია აქვს. ლოგო შექმნა 32 წლის დიზაინერმა ფილ კლარკმა, რომელიც სიკვდილის პირას იყო და ოცნებობდა შეექმნა რაიმე ისეთი რაც მისი სიკვდილის შემდეგ სამუდამოდ დარჩებოდა, მას ეს ნამდვილად გამოუვიდა. ასევე ფილს ეკუთვნის პირველი მუსტანგის ორ ადგილიანი კონცეპტი რომელიც გარკვეული მიზეზების გამო არ ჩაუშვეს წარმოებაში. ყველაფერთან ერთად მუსტანგი კინოვარსკვლავიცაა, 1965 წლიდან 2013 წლის ჩათვლით მუსტანგი 500-ზე მეტ ფილმშია გამოყენებული როგორც მთავარი გმირის მანქანა. ფორდ მუსტანგს დღემდე ღირსეული ადგილი უჭირავს „ამერიკული კუნთების“ ოჯახის წევრებს შორის.

bmw

კომპანიის დაარსების ოფიციალურ თარიღად 1917 წლის 21 ივლისი ითვლება, თუმცა „ბეემვეს“ ისტორია რამდენიმე წლით ადრე დაიწყო.1913 წელს მიუნხენში ორი პატარა ფირმა გამოჩნდა, რომლებსაც სათავეში კარლ რაპი და გუსტავ ოტო ედგნენ. აღნიშნული ორი ფირმა პირველი მსოფლიო ომის დროს იძულებით გაერთიანდა და თვითმფრინავის ძრავების გამოშვება დაიწყო.1916 წელს კომპანიამ სახელი გადაირქვა და „bavarian motor works”ეწოდა. 1917 წელს „ბეემვეს“ ემბლემაც შემუშავდა – მოტრიალე პროპელერის სიმბოლო. ამავე წელს კომპანიის მთავარმა ინჟინერმა, მაქს ფრიცმა 6-ცილინდრიანი საავიაციო ძრავა ტურ-3ა შექმნა, შემდეგ კი – მოტორ 4. მაქს ფრიცმა გამჭრიახობა 1918 წელსაც გამოიჩინა, როდესაც ვერსალის ხელშეკრულებით საავიაციო ძრავების გამოშვება აიკრძალა. „ბეემვეს“ გაკოტრება ემუქრებოდა, მაგრამ მაქსმა მოტოციკლების წარმოება დაიწყო. მან გამოუშვა R-32, რომლის სერიული წარმოება 1923 წელს დაიწყო და მალევე გახდა პოპულარული.ხუთი წლის შემდეგ კომპანიამ დაბა აიზენახში (გერმანია) პატარა ავტომობილების მწარმოებელი ქარხანა შეიძინა, რომელიც 1904 წლიდან უშვებდა მინიატურულ დიქსებს. ხელშეკრულების თანახმად, ქარხანა უშვებდა „ოსტინ დიქსის” მარკის ავტომობილებს. ახალი დიქსი დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა. ამიტომ „ბეემვე“ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა ამ მოდელს.

1932 წელს კომპანიამ საკუთარი ავტომობილი გამოუშვა. ეს იყო მოდელი 3210, რომელსაც ორიგინალურად შემუშავებული ძრავა ჰქონდა. მისი სიმძლავრე 20 ცხენის ძალა იყო, ხოლო სიჩქარე – 80 კმ/სთ. პირველად სწორედ ბეემვე-303-ს დაუმონტაჟდა გამოზნექილი ლითონის ბადე რადიატორის წინ (დიზაინის ამ ელემენტით ბეემვე დღესაც იწონებს თავს) და მისი სიჩქარე 90კმ/სთ იყო. სპორტული ავტომობილების რამდენიმე მოდელის გამოშვების შემდეგ, „ბეემვეს“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მაღალი კლასის ავტომობილების წარმოებაც. კონსტრუქტორებმა დასახულ მიზანს მალე მიაღწიეს და გამოუშვეს ბეემვე-326, რომელიც Mercedes-Benz-საც კი უწევდა კონკურენციას. დიდი მოთხოვნილების გამო, ასეთი 16 000 ცალი მოდელი აიწყო.1936 წლისათვის კომპანიამ წარმოადგინა პირველი ღირებული სპორტული ავტომობილი – ორადგილიანი როდსტერ-328. ეს ავტომობილი სპეციალურად შეიქმნა იმ დროს მეტად პოპულარულ ( „ათასი მილი“) რბოლაში მონაწილეობისთვის. ბეემვე-328-მ თავისი „მოვალეობა” პირნათლად შეასრულა 1940 წელს, როცა ამ მოდელმა ათასმილიანი მანძილი რეკორდულ დროში დაფარა (166.7 კმ/სთ).

ავტოწარმოებისგანვითარებასთან ერთად, ვითარდებოდა მოტოციკლებიც. 1937 წელს ერნსტ ჰენემ ბეემვეს მოტოციკლით მსოფლიო რეკორდი მოხსნა, როდესაც 279.5 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ, „ბეემვეს“ რამდენიმე ქარხანა დაზარალდა და იგი გაკოტრების წინაშე დადგა. ამიტომ „ბეემვე“ ისევ მოტოციკლების წარმოებაზე გადავიდა.1951 წლიდან დაიწყო ბეემვეს ახალი მოდელის წარმოება. ბეემვე-501 თავისი კლასის მოდელებისგან კომფორტულობით გამოირჩეოდა, თუმცა საკმაოდ მძიმე იყო და მის ძრავას ამვომობილის მასის ტარება უჭირდა. სამი წლის შემდეგ კონსტრუქტორებმა 8-ცილინდრიანი ძრავა შექმნეს, რომელიც კარგად მოერგო 501-ს. ავტომობილი 160 კმ/სთ-ს ავითარებდა.1955 წლისათვის კომპანიამ საკმაოდ უცნაური მოდელი – იესტა შექმნა. მას ერთი კარი და 13-ცხენისძალიანი ძრავა ჰქონდა, მხოლოდ 80 კმ/სთ-ს ავითარებდა, მაგრამ დაბალი ფასის გამო, საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მოგვიანებით ბეემვემ ძვირადღირებული სპორტული მოდელები – 503 და 507 შექმნა. ავტომობილებს გარკვეული ხარვეზები აღმოაჩნდა. გაჟონა ინფორმაციამ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფირმა ფინანსურ კრიზისს განიცდიდა. ამიტომ „დაიმლერ-ბენცმა“ „ბეემვეს“ აქციების ყიდვა მოინდომა, მაგრამ კომპანიამ გადაწყვიტა სხვისი დახმარების გარეშე ეშოვა ფული ახალი მოდელის შესაქმნელად.

1961 წელს შეიქმნა ახალი იაფი, მაგრამ კომფორტული სედანი 1.4-ლიტრიანი ძრავით. ფასმა და კომფორტულობამ მომხმარებელზე სათანადო ეფექტი მოახდინა. შედეგად, კომპანიამ ერთბაშად 20 000 ცალის შეკვეთა მიიღო. ასე დაიწყო ბეემვეს მორიგი აღმავლობა.1966 წელს კომპანიამ ახალი ბეემვე-2000 წარადგინა. ამ მოდელმა საფუძველი ჩაუყარა მესამე სერიის ბეემვეების გამოშვებას. მალე შეიქმნა მეხუთე სერიის ბეემვე. 1970-იანი წლების ბოლოს ზედიზედ გამოვიდა მეექვსე და მეშვიდე სერიის ავტომობილები.

აუდი

1909 წლის დასაწყისში, Horch-Werke-ს პირველი ქარხანასთან უთანხმოების შემდეგ, ავგუსტ ჰორხმა (August Horch) სახელი შეუცვალა თავის საავტომობილო ქარხანას და დაარქვა Audi Automobil-Werke. 1910 წლის შუა პერიოდისთვის ბაზარზე გამოვიდა მისი პირველი ავტომობილი, Audi. ეს ავტომობილი იყო აღჭურვილი 2.6 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავით, სიმძლავრით 22 ცხ.ძ.

1920 წელს Audi Automobil-Werke AG-მ წარმოადგინა ახალი სავაჭრო ნიშანი Audi. იმ დროისთვის მოდური საქმიანი სტილის შესაბამისად, ლუსიან ბერნხარდის მორთულმა მოხაზულობა შეიცვალა Audi-ს ემბლემა. Audi Automobil-Werke-ს ლოგოტიპი, აღებული AG-ს მოდელისგან 1920 წელს

ახლა უკვე ახალი ემბლემა(ოქროს ოვალური ასოები ლურჯ ფონზე) ამშვენებდა Audi-ს რადიატორებს. როდესაც 1965 წელს ომის შემდგომი პირველი Audi გამოვიდა ბაზარზე, მას ჰქონდა ეს სავაჭრო ნიშანი მარჯვენა წინა „ფრთაზე“ და ძარის უკანა მხარეს

კომპანია Auto Union GmbH-ის შექმნის შემდგომ, ინგოლშტადტში 1949 წლის სექტემბერში დაიწყო წარმოება მოტოციკლების და ავტომობილების რომელიც განკუთვნილი იყო ბარგის პატარა პარტიების გადასაზიდად. 1950 წლის აგვისტოში დაიწყო წარმოება DKW-სი.

მწარმოებლური სერია NSU-ს დაწყებისთანავე 1977 წელს დამატებით საფირმო ლოგოტიპის ხარისხით, იყო შემოსული წითელ-ყავისფერი ოვალი როგორც Audi-ს შრიფტის ნიშანი. 1982 წლიდან საფირმო ოვალმა დაამშვენა ასევე გვერდითი ავტომობილის ”ფრთების” ზედაპირები.

1994 წლის ოქტომბერში Audi-ს ოვალური ლოგოტიპი შეცვლილი იქნა ოთხი რგოლის კომბინაციი და შრიფტული ნიშნით, რომელიც უკვე შესრულებული იყო წითელი ფერით.

1970 წლების დასაწყისში დაიწყო Audi-ს დიდი ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. თავიდან ექსპორტი იფარგლებოდა მხოლოდ Audi Super 90-ით (სედანი და უნივერსალი), და ასევე ახალი Audi 100-ით. 1973 წლიდან მათ შეუერთდა Audi 80, რომელიც თავისი ევროპული ვარიანტისგან განსხვავებით, გამოდიოდა უნივერსალის ძარით. მოგვიანებით Audi-მ აშშ-ს ბაზარზე მიიღო საკუთარი განსაზღვრა: Audi 4000 – Audi 80-სთვის, Audi 5000 – Audi 100-სთვის. 1984 წლის Audi 90 განკუთვლინი იყო, მხოლოდ აშშ-ს ბაზრისთვის. ამ მოდელის ანალოგი იყო Audi 80.

თავისი ახალი დაბადებით Audi-ს მარკა უნდა უმადლოდეს ფერდინანდ პიხს, ცნობილი ფერდინანდ პორშეს შვილიშვილს. ტალანტურმა კონსტრუქტორმა, პიხმა 1972 წელს უთავა Audi-ს პერსპექტიული გამოგონებების განყოფილებას. სწორედ მან დაიწყო მუშაობა Audi-ს სრულამძრავიანი მსუბუქი ავტომობილების შექმნისათვის.

ამ მანქანებში მანქანის სიძლიერე გზის შემთხვევაში გადაეცემოდა ავტომობილის ორივე მხარეს წინა მხარეს და უკან – პროპორციით 50/50. მოუჭიდებლობის შემთხვევაში წინა ან უკანა თვლების მბრუნავი მომენტი „გადახტებოდა“ იმ თვლებისკენ რომელსაც საუკეთესო მოჭიდება ჰქონდა გზასთან. ასეთი სქემა საშუალებას იძლეოდა ბოლომდე გამოეყენებინა ძრავის პოტენციალი.

ცოტა ხნის შემდეგ პიხმა ენთუზიაზმით ხელი მიჰყო Audi-ს ავტომობილების წარმოებაში ალუმინის გამოყენებას. ასეთმა წინდახედულმა ტექნიკურმა ნოვაციებმა მას სახელი მოუტანეს. ისედაც, ფერდინანდ პიხის ტალანდი არ შემოიფარგლებოდა ტექნიკით – არანაკლებ გაბედულ გადაწყვეტილებებს იღებდა იგი მარკეტინგის სფეროში. მაგალითისთვის, პიხმა შესძლო დაერწმუნებინა კოლეგები იმაში , რომ კომპანია Audi-ს ესაჭიროებოდა ბაზარზე პოზიციების შეცვლა. ფერდინანდ პიხმა გააკეთა თავბრუდამხვევი კარიერა Audi -ში: 1988 წელს იგი აირჩიეს Audi AG-ის მართვის წევრად, ხოლო 1993 წელს იგი გახდა Volkswagen AG-ის კონცერნის თავი, რომლის სათავეებშიც იდგა მისი პაპა. პიხი ხელმძღვანელობდა VW-ს 2002 წლამდე.

სისტემა “quattro”

1980 წლის მარტში Audi-ს სტენდი ჟენევის ავტოსალონზე იქცა ნამდვილ სენსაციად, იმის წყალობით რომ წარმოდგენილი იყო სრულამძრავიანი სპორტული კუპე. პირველად მსუბუქი ავტომობილი წარმოდგენილი იყო წამყვანი თვლების კონცეფციით, რომელიც მანამდე გამოყენებული იყო მხოლოდ სატვირთო ავტომობილებში და ყველგანმავლებში. პირველი თაობის Audi 100 იქცა ყველაზე ძვირ მოდელად და მისცა ბიძგი შემდგომი წინსვლისთვის პრემიუმსეგმენტში. ასეთი მსუბუქი ავტომობილის იდეა წარმოიშვა 1976-77 წლების ზამთარში. ამ მანქანის შესანიშნავმა მოქმედებამ თოვლში და ყინულზე, დაბადა იდეა რომ VW Iltis-ს თვლების წაყვანის სისტემა გამოყენებული ყოფილიყო Audi 80-ში. იმავე წელს წარმოებული იყო საკვლევ-კონსტრუქტორული მუშაობები, რომლის რეზულტატიც იყო სპორტული Audi quattro-ს შექმნა.

ყველაწამყვანთვლიანი სისტემის Audi-მ მიიღო სახელწოდება Quattro. ინგოლშტადტში მიხვდნენ, რომ quattro არ არის მხოლოდ ტექნიკური ტერმინი, არამედ დამოუკიდებელი ბრენდია, რომელიც შეიძლება ”ლოკომოტივად” გამოდგეს Audi-ს მარკის განვითარებაში. შემდგომში წარმოებაში ცალკე მიმართულებაც კი შეიქმნა – Quattro GmbH, რომელიც Audi-ს საფირმო სტილის წინ წაწევას ემსახურებოდა: ტანსაცმელი, სუვენირები, აქსესუარები.

1995 წელს Quattro GmbH-მ გაითავისა Audi-ს მოდელების ტუნინგი, ხოლო შემდგომ დაიწყო ავტომობილების სპორტული მოდიფიკაციების წარმოება. დღეს Audi-ს ყველაზე სწრაფი და ექსტრემალური ვერსიები იწყობა Quattro GmbH-ს ქარხანაში.იმისათვის რომ მსოფლიოსთვის დაენახვებინათ სრულამძრავიანი მანქანების უპირატესობა, Audi-მ დაიწყო რალის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება.Audi quattro-ს სპორტული დებიუტი შედგა 1981 წლის დასაწყისში ავსტრიაში, იანვრის რბოლაში. Audi quattro-ს სრულამძრავიანმა საკიდარმა გადატრიალება მოახდინა მსოფლიო საერთაშორისო რალიში და რბოლებში. 1982 წლის დეკემბერში დაიწყო Audi 80 quattro-ს სერიული წარმოება სრულამძრავობის სისტემით.Audi Sport Quattro-მ მოახდინა რევოლუცია რალიში, დაამტკიცა რა სრულამძრაობის ეფექტურობა.

პირველი ძრავი და მის განვითარება

სამწუხაროდ მრავალი გამოგონება დიდი ხნის განმავლობაში გამოუყენებელი რჩებოდა, რის გამოც მისი განვითარება არ ხდებოდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ხალხისთვის ესა თუ ის გამოგონება არ წარმოადგენდა ინტერესის სფეროს. სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება თავდაპირველი ორთქლის ძრავაც, რომელიც რამოდენიმე ათასწლეულის წინ იქნა გამოგონებული.

პირველი ორთქლის ძრავა გამოყენებული იქნა ორთქმავალში, რომელიც დამზადებული იქნა საფრანგეთში „ბონეფონდის ქარხანაში“.  დროთა განმავლობაში განვითარდა ძრავების დამზადების ტექნოლოგია.   მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში საზოგადოებამ მრავალი შიდა წვის ძრავები იხილა . მიუხედავად იმისა , არცერთ მათგანს არ ჰქონია კომერციული წარმატება . პირველი წარმატებული შიდაწვის ძრავი ჟნა ეთან ლენუარმა დააპატენტა 1860 წელს . 1862 წელს მან ექსპერიმენტული სატრანსპორტო საშუალება შექმნა , რომელსაც აირზე მომუშავე ძრავი ჰქონდა და რომელმაც 3 კმ/სთ -ის განვითარება შეძლო . 1865 წლისთვის მხოლოდ პარიზში დაახლოებით 500 ასეთი ძრავი გამოიყენეს.

 პირველი ოთხცილინდრიანი ძრავი გერმანულმა კომპანია ” ოტო და კომპანია ” -მ დააპატენტა . 1863 წელს ოუგუსტ ოტომ აირზე მომუშავე შიდა წვის ძრავების გაუმჯობესებას მიჰყო ხელი , ოთხ ცილინდრიანი ძრავი , ოტომ 1876 სელს შექმნა. აღნიშნულ ძრავზე გერმანელი ინჟინერი გილბერტ დაიმლერიც მუშაობდა . დაიმლერმა შეასრულა სამუშაოდ დიდი ნაწილი და წარმატებაც მისი დამსახურებაა .